|
2023-02-08 13:39:40, 868 ნახვა
პოლიტიკა
პატარა ოხუნჯობა იყო და უნდა ვაპატიოთ - კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე
პატარა ოხუნჯობა იყო და უნდა ვაპატიოთ, ალბათ, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დისკრეციული უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტსაც აქვს ხოლმე "მძიმე რეაქცია", თუმცა "ეს მუქარა არ არის". "მძიმედ აფასებს ხოლმე თვითონ პარლამენტის ექსკლუზიურ გადაწყვეტილებებს და არასდროს არავის ეს მუქარად არ აღუქვამს. მასაც აქვს მძიმე რეაქცია, ჩვენც გვაქვს მძიმე რეაქცია რაღაცებზე", - უთხრა კობახიძემ "ტვ პირველს". შეგახსენებთ, გუშინ 7 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის დისკრეციულ უფლების შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას განცხადებითვე უპასუხა. "საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურს გამოეხმაუროს პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბატონ ირაკლი კობახიძის პრეზიდენტის დისკრეციულ უფლების შესახებ განცხადებას. მიგვაჩნია, რომ ,,ქართული ოცნების“ ,,სიის მესამე ნომერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუსელდორფის სამართლის მაგისტრმა, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ყოფილმა) ვიცე-პრეზიდენტმა, აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ", ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!" - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)