|
2023-02-08 12:11:57, 897 ნახვა
პოლიტიკა
მოგიწოდებთ, თავიდან აირიდოთ ტრაგედია, რომელიც EU-ს კანდიდატის სტატუსს გადაავადებს - 4 ევროპარლამენტარი სააკაშვილზე
ევროპარლამენტარები მარკეტა გრეგოროვა, მირიამ ლექსმანი, პეტრას აუსტერვიჩუსი და ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში 4 ევროპარლამენტარი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ "ქართული ოცნების" ხელისუფლების გულგრილობის გამო, იმედგაცრუებასა და მწუხარებას გამოთქვამს. „ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი ევროპარლამენტის წევრები გამოვხატავთ ღრმა იმედგაცრუებასა და წუხილს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სწრაფად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ გულგრილობის გამო... ევროპარლამენტმა 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაში გამოხატა შეშფოთება პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და მოითხოვა მისი გათავისუფლება ჰუმანიტარული ნიშნით, რათა მას სათანადო სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ მიეღო. მას შემდეგ ეს შეშფოთება კიდევ არაერთხელ გამოვთქვით. ვინაიდან სააკაშვილის ჯანმრთელობა სწრაფად უარესდება, მისი სიცოცხლე გვაღელვებს. ჩვენ ვაღიარებთ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. იყო ევროპელი ნიშნავს, ერთგულობდე ევროპულ ღირებულებებსა და იდეალებს, რაც საქართველოს მხრიდან გვაკლია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, პატივი სცენ პრეზიდენტი სააკაშვილის ადამიანურ ღირსებას და დაიცვან მისი სიცოცხლე. მოგიწოდებთ, თავიდან აირიდოთ ტრაგედია, რომელიც თქვენს ევროპულ მისწრაფებებს ძირს გამოუთხრის და გადაავადებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს", - ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში. შეგახსენებთ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)