23:30 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 23:45:31, 880 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ საგანგებო რეჟიმზე გადადის

ამ წუთიდან "ქართული ოცნების" მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ მოსვენება და ამ ბრიფინგის დასრულების შემდეგ პრემიერ ღარიბაშვილი ამას პირველი იგრძნობს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია "ნაციონალურ მოძრაობა" გადადის საგანგებო რეჟიმზე და აქვს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული, აქედან გამომდინარე მან მოუწოდა პარტიის წევრებს რაიონებიდან, რომ მოახდინონ მობილიზაცია დედაქალაქში, რომელიც საპროტესტო ცენტრად აირჩა. მან დასძინა, რომ დედაქალაქთან ერთად, ასევე დაიგეგმება აქტივობები რაიონებში.

" "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული და ეს ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვროს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა, ამ წუთიდან "ქართული ოცნების" მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ მოსვენება და ამ ბრიფინგის დასრულების შემდეგ პრემიერ ღარიბაშვილი ამას პირველი იგრძნობს, ხვალიდან "ნაციონალური მოძრაობა" გადადის საგანგებო რეჟიმზე და მე მივმართავ ყველა "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული საქალაქო ორგანიზაციის პარტიის თავმჯდომარეებს და "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს ფრაქციის თავმჯდოამრეებს წევრებს ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში, მთავარი საპროტესტო ცენტრი რა თქმა უნდა იქნება დედაქალაქი, ასევე დაიგეგმება რეგიონებში აქტივობები", - განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics