|
2023-02-06 10:17:03, 1312 ნახვა
სამართალი
„არ გამოვრიცხავ, გასვლითი სხდომის შუამდგომლობა დავაყენოთ“ - სააკაშვილის საქმეზე დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართება
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე ბოლო სხდომა გაიმართება. პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე გიორგი არევაძე სათათბიროდ გავა. როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, შესაძლოა, პროცესზე გასვლითი სხდომის ჩატარების შუამდგომლობა დააყენონ. "დასკვნით სიტყვას ვიტყვით ადვოკატები, დასკვნით სიტყვას იტყვიან ასევე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ დავაყენოთ შუამდგომლობა გასვლითი სხდომა განახორციელოს მოსამართლემ. გასვლითი სხდომა ნიშნავს, რომ კლინიკაში მივიდეთ და ადგილზე ვნახოთ ბატონი მიხეილ სააკაშვილი. თუ იქნება ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, ევროპის სახელმწიფოები გამოთქვამენ სურვილს ჩამოფრინდეს თვითმფრინავი, რომელიც სამედიცინო თვითმფრინავი იქნება და მოახერხონ მისი გაყვანა. ჩვენის აზრით, არ არსებობს ოდნავი საფუძველი იმისი, რომ მოსამართლემ გვითხრას უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე", - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე. სხდომის პარალელურად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები საქალაქო სასამართლოს ეზოში აქციას გამართავენ. შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)