10:43 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 09:08:14, 1625 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.  BBC-ის ცნობით, მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი 90-ს აჭარბებს.

თურქეთის ოფიციალური პირები 50-ზე მეტი ადამიანის დაღუპვას ადასტურებენ. სირიის სახელმწიფო მედია კი, სულ მცირე 42 დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. 

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმონ სოილუმ განაცხადა, რომ დაზარალდა 10 ქალაქი: გაზიანთეპი, კაჰრამანმარასი, ჰატაი, ოსმანიე, ადიამანი, მალატია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი.

მიწისწქვეშა ბიძგები კვიპროსსა და ლიბანშიც იგრძნობოდა. 

ამ დროისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics