|
2023-02-03 11:35:32, 801 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე უკრაინის ხელისუფლებაზე - წარსულის ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და მერე ისაუბრონ
ვიდრე რამეზე ისაუბრებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მანამდე საკუთარი წარსულის ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და მერე გადავიდნენ სხვა რაღაცებზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლება "წლების მანძილზე ინახავდა ქვეყანაში კრიმინალ სააკაშვილს და დღემდე 10-მდე კრიმინალს ინახავს". "უკრაინის ხელისუფლება, სამწუხაროდ, ჩვენი ისტორიული მეგობრობის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლება წლების მანძილზე ინახავდა კრიმინალ სააკაშვილს თავის ქვეყანაში და დღემდე ისინი ინახავენ 10-მდე გამოჩენილ კრიმინალს, მათ შორის ვინც არიან წამებასა და მსგავსი ტიპის დანაშაულებში მხილებული პირები. ამ დამნაშავეებს დღემდე ინახავენ ისინი უკრაინაში მიუხედავად იმისა, რომ მათ შეფარდებული აქვთ საქართველოში სასჯელი შესაბამისი დანაშაულებისთვის. უფრო მეტიც, ამ კრიმინალების ნაწილი არის ძალიან მაღალ თანამდებობებზე უკრაინის ხელისუფლებაში და მათ გამოგვიგზავნეს ჩვენ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, რაც აღიარეს "ნაცმოძრაობის" ლიდერებმაც - პირდაპირ საუბრობდნენ ისინი უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ჩართულობაზე იმ სპეცოპერაციაში, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი გამოგზავნილი იქნა საქართველოში. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვიდრე რამეზე ისაუბრებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მანამდე საკუთარი წარსულის ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და მერე გადავიდნენ სხვა რაღაცებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)