|
2023-02-03 09:44:47, 770 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე - შევთანხმდით, რომ საუბრის შინაარსი საჯარო არ უნდა გამხდარიყო
რატი ბრეგაძემ ევროპარლამენტში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას უპასუხა, რომელის მიხედვითაც, ევროკავშირის ელჩებმა 28 დეკემბერს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრისას ფორმალური დემარში ჩაატარეს. „იმ საკითხებზე, რაზეც მაშინ ვისაუბრეთ, შევთანხმდით, რომ შინაარსი ბოლომდე არ უნდა გასულიყო. მე მაქსიმალურად დავიცავი ეს შეთანხმება. თუკი ცალკეული პირი გაამჟღავნებს, ეს, ბუნებრივია, მისი გადასაწყვეტია. ეს შეხვედრა იყო როგორც ჩვენი ინიციატივით, იმიტომ, რომ გვინდოდა, გაგვეცნო მათთვის რეალური სურათი, ისე მათი ინიციატივითაც და მათ, ბუნებრივია, გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება და წუხილი სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობის გარშემო. აინტერესებდათ, თუ რას აკეთებს სახელმწიფო და ჩვენც გვამოძრავებდა ზუსტად იგივე მიზანი, რომ დიპლომატიური კორპუსისთვის მთელ ამ ინფორმაციულ ქარტეხილებში, რომელიც მეტწილად გაჯერებული არის სრული დეზინფორმაციით, მიგვეწოდებინა ფაქტებით გამყარებული სწორი ინფორმაცია. ეს იყო რეალურად ინფორმაციის გაცვლა. ჩვენც გავაცანით სრული ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა ამ ადამიანის გარშემო, რას აკეთებს სახელმწიფო და როგორი იყო მისი იმჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს შედის ჩვენს ინტერესში. მითუმეტეს, როდესაც საქართველო შედის ევროინტეგრაციის პროცესში და ხელისუფლება მოსახლეობის დავალებას ასრულებს მაქსიმალურად, ჩვენ დაინტერესებული ვართ, ჩვენს პარტნიორებს ჰქონდეთ სრულფასოვანი, ობიექტური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდება და როგორ სრულდება კანონმდებლობის მოთხოვნები საქართველოში", – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში.
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)