21:18 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-31 13:58:04, 1643 ნახვა

პოლიტიკა
5 ივლისის ორგანიზატორები LGBTQ+ მანიფესტაციების კანონით აკრძალვას ითხოვენ

პრორუსული პარტია „ალტ-ინფო“ და კონსერვატიული მოძრაობის წევრები LGBT+ ადამიანების მანიფესტაციების შეზღუდვას ითხოვენ. 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებმა პარლამენტში კანონპროექტი უკვე წარადგინეს. 

დოკუმენტის ავტორებმა - ზურაბ მახარაძემ, ირაკლი მორგოშიამ, შოთა მარტინენკომ, კონსტანტინე მორგოშიამ და გიორგი ქარდავამ პარლამენტში კანონპროექტი 25 000 ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის წესის გზით დაარეგისტრირეს.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის მასობრივმა პროტესტმა ნათლად აჩვენა, რომ ქართულ სივრცეში ამ ღონისძიებების ჩატარება ზღვრის გადაკვეთას წარმოადგენს და უნდა აიკრძალოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, "თუ იგი მიზნად ისახავს, ან რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას".

გარდა ამისა, 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ითხოვენ, რომ ცვლილებები შევიდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც - კერძოდ, განისაზღვროს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-9, მე-10¹, მე-11 და 11¹ მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს 3 000 ლარით დაჯარიმებას ან 25 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, 5 000-ლარიან ჯარიმას ან 30 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას. 

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონი უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics