|
2023-01-30 19:02:20, 970 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა ხაბეიშვილზე - სააკაშვილის ჩამოსვლამ ვერ მისცა პარტიას ახალი მუხტი და თქვენ გგონიათ ჩემი „ხაბე“ ამას იზამს?
სააკაშვილის ჩამოსვლამ ვერ მისცა პარტიას ახალი მუხტი და თქვენ გგონიათ ჩემი „ხაბე“ ამას იზამს? ეს ხომ აბსურდია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა, "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც ხმათა უმრავლესობით პარტიის ახალ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა კარგად გაიაზრეს, რომ პარტიის წევრების ქმედებები ვიწროპარტიული ინტერესები და მათ არ აინტერესებთ არც საქართველოს ინტერესები, არც მოსახლეობის და არც მხარდამჭერების. მან დასძინა, რომ ლევან ხაბეიშვილი მერაბიშვილს და კეზერაშვილს ეყდრნობა და მათი წარმომადგენელია პარტიაში. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა კარგად გაიაზრეს კიდევ ერთხელ, რომ ეს არის ვიწროპარტიული ინტერესები, რომელსაც არ აინტერესებს არც საქართველოს ინტერესები, არც მოსახლეობის და არც მათი მხარდამჭერების, ამიტომაც აი 21 ათასმა ასეთი მრავალრიცხოვანი პარტიის თავმჯდომარედ აირჩია ჩემი „ხაბე“. სააკაშვილის ჩამოსვლამ ვერ მისცა პარტიას ახალი მუხტი და თქვენ გგონიათ ჩემი „ხაბე“ ამას იზამს? ეს ხომ აბსურდია. ვიღაცებს ეგონათ, რომ ეს იყო ახალი „ნაციონალური მოძრაობა“. აი, ახალგაზრდები მოიყვანეს, ახალ პლატფორმაზე დგას და დასრულდა ერთმანეთის ჩაწერა, შანტაჟი, ცემა-ტყეპა, თურმე პირიქით, ჩემი „ხაბე“ ეყდრნობა მერაბიშვილს და კეზერაშვილს და მათი წარმომადგენელია თურმე განახლებულ პარტიაში“, - განაცხადა ზარქუამ.
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)