|
2023-01-30 14:34:27, 832 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - მიშა, მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით მანამ, სანამ შენი სიცოცხლე არ იქნება უზრუნველყოფილი
ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, ცხადია, პირველი გადაწყვეტილებებიც დაკავშირებული იქნება მისი თავისუფლებისთვის ბრძოლასთან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" უკვე მოქმედმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან გამარჯვება ასევე მიუძღვნა დანარჩენ კანდიდატებს და მოუწოდა, რომ გაერთიანდნენ და "სერთო მტრის წინააღმდეგ" ერთად იბრძოლონ. "ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, ვინც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის. ცხადია, პირველი გადაწყვეტილებებიც დაკავშირებული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან. მიშა, მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით მანამ, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი. ეს გამარჯვება ეკუთვნის ნიკა გვარამიას, რომელმაც თავისი პირადი მაგალითით დაამტკიცა,რომ ჩვენი გატეხვა ამ ბრძოლაში არის შეუძლებელი. და ეს გამარჯვება ეძღვნება ყველა პოლიტპატიმარსა და უკრაინაში მებრძოლებს. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ მყარად. ეს გამარჯვება ასევე ეკუთვნის ნიკას, ნონას და გიორგის მხარდამჭერებს. მე დღეს გიწვდით მეგობრობთ ხელს და გთავაზობთ, გავერთიანდეთ სერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. დროა, ხელებია ავიკაპიწოთ და გადავერთოთ მთავარ საქმეზე. ბიძინას კი მის მარიონეტებს მინდა ვუთხრა, რომ მათ თავზე მართლა მოიყარა შავმა ღრუბელმა",- ამბობს ხაბეიშვილი. შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა არჩევნებში ხმების 52,58% მიიღო, რითაც თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში ნიკა მელია, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე დაამარცხა.
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)