19:07 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-28 11:57:53, 1401 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია - კრემლი თავის სპეცოპერაციას საქართველოს ხელისუფლების ხელით ახორციელებს

მზადდებოდა ოპერაცია უკრაინაში და ამ დროს ის მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ყოფილიყო ზელენსკის გვერდით, ეს იყო ამოცანა და ამ ამოცანას მიაღწია კრემლმა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. 

მისი თქმით,სამწუხაროა, რომ კრემლი თავის სპეცოპერაციას საქართველოს ხელისუფლების ხელით ახორციელებს.

"Spiegel-მა დაბეჭდა ინტერვიუ საკმაოდ ვრცლად და ეს უკვე მეტყველებს ძალიან დიდ ინტერესზე დასავლურ საზოგადოებაში და საერთოდ მსოფლიოში. ახლა ყველაზე გავრცელებული ტერმინია საინფორმაციო-ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია და ჩემი შვილის შემთხვევაში ასე იყო, რომ მიდიოდნენ სხვადასხვა ადგილებში, სადაც ნახავდნენ, აეროპორტი იქნებოდა, კაფე იქნებოდა თუ ქუჩა, მიდიოდნენ და არწმუნებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა სასწრაფოდ არის აუცილებელი და ეს უსათუოდ უნდა მოხდეს ოქტომბრამდე. რატომ? - იმიტომ, რომ მზადდებოდა ოპერაცია უკრაინაში და ამ დროს ის არ უნდა ყოფილიყო ზელენსკის გვერდით, ეს იყო ამოცანა და ამ ამოცანას მიაღწია კრემლმა - ჰყავთ ახლა აქ გამოკეტილი წელიწადი და ოთხი თვეა, ფაქტობრივად კლავენ. კრემლი აკეთებს ამას, ეს არის კრემლის სპეცოპერაცია, რომელსაც, სამწუხაროდ, აკეთებენ ქართული ხელისუფლების ხელით“,- განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა მიხეილ სააკაშვილის ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics