|
2023-01-25 11:06:00, 1562 ნახვა
რეგიონი
შპს „საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში ზედა რუს სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს
ქარელის მუნიციპალიტეტში მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც, ჯამში, 52 კმ სიგრძის მაგისტრალური და წყალგამანაწილებელი არხების აღდგენასა და მონოლითური რკინაბეტონით მოპირკეთებას, 7 კმ-მდე დახურული ქსელის მოწყობასა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მონტაჟს ითვალისწინებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 24 მლნ ლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მათივე ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ ქვემო ნიქოზის, საქაშეთის, საქაშეთის დევნილთა დასახლების, ფხვენისის, შინდისის, ვარიანის, სასირეთის არაშენდას, რუისის, ურბნისის, ბრეთის მეურნეობის ნაწილის 2500 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო და სამშენებლო პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორ თენგიზ ნასარიძესთან და მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის მენეჯერ ლალი დურმიშიძესთან ერთად გაეცნო. „ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომ ფერმერებმა წყალი სტაბილურად მიიღონ და შეძლონ საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის ზრდა, როგორც ერთწლიან, ისე მრავალწლიან კულტურებზე. მსოფლიო ბანკის პროექტები, რომელიც მაგისტრალური და შიდა გამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაციას ემსახურება, უკანასკნელი 7-8 წელია ხორციელდება; ასეთი პროექტებით შევძელით, რომ წყალუზრუნველყოფილი ფართობების რაოდენობა 40 000-დან 160 000 ჰექტარამდე გაგვეზარდა. სწორედ ამ პროექტების დამსახურებაა, რომ ჩვენი ფერმერები უფრო მეტ ტერიტორიაზე ღებულობენ წყალს სტაბილურად“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)