07:12 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 10:25:23, 1005 ნახვა

საზოგადოება
საგარეჯოში სპეცოპერაციისას დაღუპული პოლიციელის პანაშვიდი დღეს გაიმართება

საგარეჯოში, საცხოვრებელი ბინიდან მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ლეიტენანტის, ოთარ ღვინაშვილის პანაშვიდი დღეს გაიმართება. 

დაღუპული 38 წლის პოლიციელის პანაშვიდი ვაზისუბანში, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში ჩატარდება. ხვალ კი, ოთარ ღვინაშვილს საგარეჯოში დაკრძალავენ. 

შეგახსენებთ, 20 იანვარს გვიან ღამით საგარეჯოში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. 

პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა. თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელი, რომელმაც სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე თვითლიკვიდაცია განახორციელა, ყოფილი სამხედროა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ასევე დაშავდა 5 პირი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics