|
2023-01-19 23:54:53, 902 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას თავისი წვლილი შეაქვს გლობალურ სტაბილურობაში
საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას თავისი წვლილი შეაქვს გლობალურ სტაბილურობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების ურყევი მიზანია სამხრეთ კავკასიის განვითარება და ისეთ რეგიონად წარმოჩენა, რომელსაც უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს. მან დასძინა, რომ საბოლოო მიზნად საქართველოს მოქალაქეების ყოფის გაუმჯობესება და მომავალი თაობებისთვის აყვავებული მომავლის უზრუნველყოფა რჩება. "მერგო პატივი, მონაწილეობა მიმეღო ევრაზიის შუა დერეფნის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ დისკუსიაში. ურყევი მხარდაჭერა გამოვხატე სტრატეგიული პარტნიორების წინაშე. საქართველო ბუნებრივად არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ხიდი. საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას თავისი წვლილი შეაქვს გლობალურ სტაბილურობაში. ჩვენი ურყევი მიზანია სამხრეთ კავკასიის განვითარება და ისეთ რეგიონად წარმოჩენა, რომელსაც უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს. ჩვენი საბოლოო მიზანია ჩვენი მოქალაქეების ყოფის გაუმჯობესება და მომავალი თაობებისთვის აყვავებული მომავლის უზრუნველყოფა,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა
ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავენ
კობახიძე- ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)