13:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 10:06:58, 1647 ნახვა

ომი უკრაინაში
ბლინკენი - რუსეთის მოთხოვნა უკრაინისადმი მიუღებელია და მოლაპარაკების საშუალებას არ იძლევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის მოთხოვნას უკრაინის მიმართ, რომლის მიხედვითაც კიევმა „ახალი ტერიტორიული რეალობა“ უნდა აღიაროს, მიუღებელი უწოდა. 

როგორც ბლინკენმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ეს მოთხოვნები საზიანოა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის დასაწყებად.

„რუსეთის მოთხოვნა უკრაინის მიმართ, აღიაროს ახალი ტერიტორიული რეალობა, მიუღებელია და არ იძლევა მოლაპარაკების პროცესის დაწყების საშუალებას“, - განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები და მოკავშირეები უკრაინას აწვდიან ყველაფერს, რაც აუცილებელია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

"ამ ომის, დიპლომატიის, მოლაპარაკებების მდგრადი დასასრულის ყველაზე სწრაფი გზა არის უკრაინის გაძლიერება ბრძოლის ველზე. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ", - თქვა მან.

ცნობისთვის, კრემლი ამტკიცებს, რომ მოსკოვს შეეძლო უკრაინასთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ ამ შეთანხმებების ფარგლებში კიევმა ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობად უნდა აღიაროს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics