13:46 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 13:49:21, 1493 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - პუტინის ლოგიკაა უკრაინის ტანკებით დანაწევრება, ხალხის მოკვლა და უკრაინის დადანაშაულება „ფარისევლობაში“

პუტინის განსაკუთრებული ლოგიკა - უკრაინას ტანკებით დაანაწევრებ, მოკლავ ხალხს, დაიკავებ ტერიტორიებს და შემდეგ დაადანაშაულებ უკრაინას „ფარისევლობაში“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.

მისი თქმით, უკრაინა არ მისცემს იმის საშუალებას პუტინს, რომ უკრაინელი ხალხი მოკლას.

„პუტინის განსაკუთრებული ლოგიკა - უკრაინას ტანკებით დაანაწევრებ, მოკლავ ხალხს, დაიკავებ ტერიტორიებს და შემდეგ დაადანაშაულებ უკრაინას „ფარისევლობაში“, რადგან მას არ სურს „ზავი“ და აქვს „დესტრუქციული პოზიცია“, რადგან მას სურს გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები. მართლა ფიქრობს სუბიექტი [პუტინი], რომ საშუალება უნდა მივცეთ, რომ მოგვკლას?“,- წერს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, 14 იანვარს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიში განახორციელა.

ამავე დროს, დნეპრში, რუსმა ოკუპანტებმა მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რომელშიც დაახლოებით 1700 ადამიანი ცხოვრობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics