|
2023-01-16 17:13:35, 905 ნახვა
პოლიტიკა
დაიწყეთ თუ არა მოკვლევა ყვარელში მომხდარ ფაქტზე - სამი დეპუტატი საგამოძიებო სამსახურსა და შსს-ს კითხვით მიმართავს
პარლამენტის სამმა დეპუტატმა - თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ და ანა ბუჩუკურმა, ყვარელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით მიმართეს. დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლევან ბერძენიშვილს კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების უფლება შეეზღუდა, შესაბამისად, უნდა გაიცეს პასუხი კითხვაზე "დაიწყო თუ არა უწყებამ მოკვლევა". "მერამდენედ ხდება, როცა ეს ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებენ თავიანთ ჩანაფიქრს ისე, რომ შსს ამას უყურებს და ხელს არ უშლის. შესაბამისად, სამმა დეპუტატმა მე, ხათუნა სამნიძემ და ანა ბუჩუკურმა მივმართეთ ახლად შექმნილ საგამოძიებო სამსახურს, ასევე შსს-ს, დაიწყეს თუ არა მოკვლევა ამ ფაქტზე. ასევე საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო თუ არა გამოძიება, რადგან ლევან ბერძენიშვილს შეეზღუდა კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების უფლება, ხოლო აუდიტორიაში შეკრებილ სტუდენტებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ამ უფლებების დასაცავად ვერ ვნახეთ პოლიციელთა ქმედებები. ჩანს, რომ ეს არის ტენდენცია 5 ივლისიდან მოყოლებული, როცა შსს ძალადობრივ, პრორუსულ ექსტრემისტულ ჯგუფებს აძლევს თავისუფალი მოქმედების საშუალებას ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ და ამ დროს პოლიციელებმა, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, არაფერი გააკეთეს ადამიანთა კონსტიტუციური უფლებების დასაცავად", - განაცხადა აქუბარდიამ. როგორც „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, სამართალდამცავებს არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ლევან ბერძენიშვილის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ყოფილი, რაც დასტურია, რომ "მარგინალურ ჯგუფებს მწვანე შუქი აქვთ ხელისუფლებისგან" "ეს მარგინალური ჯგუფები არ მოქმედებენ დამოუკიდებლად და მათ აქვთ მწვანე შუქი ხელისუფლებისგან, თავად ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ არაფერი გაუკეთებია პოლიციას იმისთვის, რომ ის შეეყვანათ დარბაზში და ჩატარებულიყო ლექცია, რაც ადასტურებს, რომ თავად პოლიციამ დაარღვია კანონი და არ იმოქმედა იმისთვის, რომ შემდგარიყო ეს ლექცია და ამ მარგინალურ ჯგუფს არ ჰქონოდა შესაძლებლობა ა ამ ადამიანების შეკრება",- დასძინა სამნიძემ. შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს ყვარელში, ევრო-ატლანტიკურ ცენტრში, სადაც პოლიტიკოს ლევან ბერძენიშვილს ლექცია უნდა ჩაეტარებინა, რაიონებიდან ჩამოყვანილმა პირებმა გზა გადაუკეტეს.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)