|
2023-01-16 17:08:02, 989 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი მელიაზე - რა უნდა ამ კაცს - დაანგრია პარტია, ჩამოშალა
დაანგრია პარტია და ჩამოშალა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარეობის კიდევ ერთ კანდიდატთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა "ფორმულასთან" ინტერვიუში აღნიშნა, ხალხს "საღათას ძილისა და კომენტატორობის" ნაცვლად, მოქმედება და ცვლილებები სჭირდება. "მელიას შეხვედრა ნახეთ ბათუმში? 30-40 კაცი იყო თავმოყრილი. ჩემი შეხვედრა ნახეთ, ვიდეოც მიდევს სოციალურ ქსელში - 400 ბათუმელი იყო. ხელვაჩაურში 400 ადამიანს შევხვდი. ხულოში ვარ, ქედასა და შუახევში. მე პირდაპირ გეტყვით, რაში იღებს მონაწილეობას პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ჩემთვის წარმოუდგენელია, რა უნდა ამ კაცს. დაანგრია პარტია და ჩამოშალა. აჭარაში არ არის ნამყოფი, გასტროლიორივით რამდენჯერმე შემორბენით არის აქ ნამყოფი. შეხვედრაზე 400 კაცი ბათუმში რომ მოვიდა, 400 ხელვაჩაურში და ასობით ადამიანს ხულოსა და ქედაში ვხვდები და ხალხს ცვლილებები უნდა, რისთვის იყრის კენჭს? რომელ პარტიაში უნდათ ამ ადამიანებს არჩევნების მოგება, ნუ გამაგიჟებენ. სადაც ჩავედი - ხაშურსა და გორში ნამყოფი არ არის. ახლა არჩევნები რომ დაიწყო, კი გაახსენდათ სხვადასხვა რეგიონი. ეს ხალხი არანაირ კომუნიკაციაში არ არის ამომრჩეველთან - ასე უნდათ ოლიგარქის დამარცხება? შეიცვლება ეს ყველაფერი. ეს პარტია დაუბრუნდება "ნაციონალურ მოძრაობას" და არა იმ ხალხს, ვინც ლევან ვარშალომიძეს ემიჯნება. ცოტა ხანში მიშასაც გაემიჯნებიან და იტყვიან, ხაბეიშვილის უკან მიხეილ სააკაშვილი დგასო... ამ ხალხს უნდა მოქმედება, ამ ხალხს უნდა მოძრაობა და ვისაც საღათას ძილი და კომენტატორობა უნდა, აქვს არჩევანი. პარტიული ინფრასტრუქტურა დაანგრია, ჩამოშალა ამ კაცმა [ნიკა მელიამ] და დღეს ამბობს, თავმჯდომარე კიდევ მე უნდა ვიყოო. ის ხულოში, ქედასა და შუახევში ნამყოფი არ არის. ხულოში რომ ვიკითხე, პარტიის თავმჯდომარე აქ თუ ყოფილა-მეთქი, სიცილით მოკვდნენ. ის პარტიის აქტივს არ ელაპარაკება და ხალხს დაელაპარაკება, მათ ბედს გადაწყვეტს და რუს ოლიგარქს გააგდებს? მე ვაპირებ კოალიციის გაკეთებას ხალხთან, ჩვენს ამომრჩეველთან - მიშას მხარდამჭერებთან, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებთან", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. პარტიის არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, მელიასა და ხაბეიშვილის გარდა, კენჭს ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძეც იყრიან.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)