|
2023-01-13 17:04:20, 1260 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა ენმ-ს არჩევნებზე - ემანდ არ დაიჩაგროს ჩემი ხაბე, უნდა გაიმარჯვოს სიმართლემ, კომპეტენციამ, დნმ-ის კოდმა
"ამათზე სერიოზულად ვერ ვილაპარაკებთ. ემანდ არ დაიჩაგროს ჩემი ხაბე, უნდა გაიმარჯვოს სიმართლემ, კომპეტენციამ, დნმ-ის კოდმა, ასე რომ მე წარმატებას ვუსურვებ.", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დაგეგმილ პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებს, რომელიც 28-29 იანვარს გაიმართება. მისივე თქმით, ყველა ლიდერმა, რომელიც წარდგენილია კანდიდატის სახით, უნდა დაიცვას სამართლიანი არჩევნების უფლება და არჩევნები კონკურენციულ გარემოში უნდა წარიმართოს. ერთი მინდა გავაფრთხილო, რომ ჩვენ ვაკვირდებით და იმ შემთხვევაში, თუ იქნება გაყალბება, ხელების გადაგრეხა, მოსყიდვა, დაშინება ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების, იცოდეთ, ლეგიტიმაციას დავსვამთ კითხვის ნიშნის ქვეშ და შევშფოთდებით, აღვშფოთდებით. ასე რომ, მოვუწოდებ ყველა ლიდერს ნაციონალურ მოძრაობაში, ვინც მონაწილეობას იღებს ამ არჩევნებში, რომ დაიცვან სამართლიანი არჩევნების უფლება, კონკურენციულ გარემოში უნდა ჩატარდეს. რაც შეეხება სერიოზულად, ამათზე სერიოზულად ვერ ვილაპარაკებთ. მე მყავს ჩემი არჩევანი, უბრალოდ ეს ჩამეთვლება, რომ გავლენა მაქვს რაღაც, ამიტომ თავს შევიკავებ, თუმცა ცნობილია, ფაქტია, ემანდ არ დაიჩაგროს ჩემი ხაბე, უნდა გაიმარჯვოს სიმართლემ, კომპეტენციამ, დნმ-ის კოდმა, ასე რომ მე წარმატებას ვუსურვებ. შეგახსენებთ, რომ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მას ნაციონალური მოძრაობის დნმ აქვს.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)