14:22 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-12 12:12:25, 1734 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ენმ-ზე - საოცარი ხალხია, რისი დატრიალებაც ქვეყანაში სურდათ, საკუთარ ჩამოშლილ პარტიაში დაატრიალეს

მართლა საოცარი ხალხია, რისი დატრიალებაც ქვეყანაში სურდათ, საკუთარ ჩამოშლილ პარტიაში დაატრიალეს, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს. 

როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ჩანაწერით ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის ფლანგი "ჩაუშვა და მტკიცებულებაც დაუდო იმაზე, რომ რუსულ ინტერესებსაც ითვალისწინებენ". 

"გუშინდელი ჩანაწერის ათასგვარი ინტერპრეტაცია მოვისმინე და წავიკითხე. 

რეალურად, ამ ჩანაწერით მელიამ სააკაშვილის ფლანგი თავიანთ საერთო პატრონებთან და დავალების მიმცემებთან ჩაუშვა და მტკიცებულებაც დაუდო, ესენი რუსულ ინტერესებსაც ითვალისწინებენ დღემდე და ხანდახან მათი აზრი დასავლეთის აზრზე უფრო აინტერესებთო. 
ამავე დროს, თავიანთ ისედაც იმედგაცრუებულ მომხრეებშიც ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა და თავისი გინების გამართლება და გადაფარვაც სცადა. 

რეალობა ეს არის და შეთქმულების თეორიების გამოგონება ამ ამბავს არ ჭირდება.

მართლა საოცარი ხალხია, რისი დატრიალებაც ქვეყანაში სურდათ, საკუთარ ჩამოშლილ პარტიაში დაატრიალეს",- წერს მდინარაძე. 

ცნობისთვის, გუშინ, „რუსთავი 2“-მა გაავრცელა აუდიო მასალა, რომელიც, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა ჩაწერილი. ჯერჯერობით ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics