10:48 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-11 14:42:18, 1163 ნახვა

საზოგადოება
ამერიკელი გასტროენტეროლოგი - სააკაშვილმა არასწორი მკურნალობა მიიღო, მრავალი წამალი არ უნდა მიცემულიყო

ამერიკელმა გასტროენტეროლოგმა სტიუარტ ფინკელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში არასწორი მკურნალობა უტარდება. 

გასტროენტეროლოგმა სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიეცემოდა მედიკამენტები, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის შესაფერისი არ იყო. 

"მან მიიღო არასწორი მკურნალობა. მე დავწერე ჩემს ანგარიშში, რომ ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც მას მიეცემოდა, მე ამის შესახებ ინფორმირებული არ ვიყავი. მას მიცემული ჰქონდა მრავალი წამალი, რომელიც ცნობილია, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლების სახელით. ეს ის წამლებია, რომელიც ტკივილის გაყუჩების ფუნქციას ასრულებენ, თუმცა არ უნდა იყოს მიცემული ისეთი პაციენტებისთვის, რომლებიც ჰქონდათ ისტორიაში წყლული ან ამ მომენტში აქვთ. ამიტომაც, ისინი არ უნდა მიცემულიყო,რადგან ამ მედიკამენტებს შეუძლიათ დაამძიმონ ან გააუარესონ პაციენტის მდგომარეობა. ასევე, წონის ასეთი კლება იყო მრავალი ფაქტორი შედეგი, მათ შორის არასწორად ჩატარებული მკურნალობის",- განაცხადა  სტიუარტ ფინკელმა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი მიმდინარეობს. სხდომას, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics