12:30 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-03 13:07:12, 1021 ნახვა

პოლიტიკა
ხაჭაპურიძე - სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ სასამართლო პროცესებს ფიზიკურად დაესწროს

მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ ფიზიკურად დაესწროს სასამართლო პროცესებს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეებში  სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და აპირებს გამოითხოვოს მისი ავადმყოფობის ისტორიის ბოლო ჩანაწერები.

"სურვილი აქვს, რომ ფიზიკურად დაესწროს სასამართლო პროცესებს, ამას გავივლით ამ საკითხებს, გარდა ამისა, მოწმეთა რიგითობის საკითხებს მე ვეტყვი რას ვფიქრობ, როგორ ვფიქრობ. დარჩენილები არიან მნიშვნელოვანი მოწმეები, ძირითადი ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი და მისი მძიმე ავადმყოფობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას. 

ბოლო დღეებში უკიდურესად დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ახლა გამოვითხოვ მისი ავადმყოფობის ისტორიის ბოლო ჩანაწერებს და შევუთანხმებ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ  მოვითხოვოთ პროცესები ჩატარდეს ყოველდღიურ რეჟიმში, მათ შორის თუნდაც ღამის 12-საათამდე",- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვაზე პირველი სხდომა ჩატარდა.

პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.

სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან გათავისუფლებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომდევნო პროცესი 9 იანვარს გაიმართება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics