|
2023-01-03 12:33:25, 1113 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 4 იანვარს კანცელარიასთან და შეკვეთილში ივანიშვილის სახლთან შევიკრიბებით
4 იანვარს კანცელარიასთან და შეკვეთილში ივანიშვილის სახლთან შევიკრიბებით,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აქციები დაგეგმილია: ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბერლინში, ბრიუსელში, ჰააგაში, სტოკჰოლმში, ათენში, ბარსელონაში, საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან. "4 იანვარს ჩვენი ქვეყნის, მიშას და ჩვენმა მეგობარმა, მარკ ფეიგინმა მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში დააანონსა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები და, შესაბამისად, 4 იანვარს ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბერლინში, ბრიუსელში, ჰააგაში, სტოკჰოლმში, ათენში, ბარსელონაში, საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან გაიმართება პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მისი სიცოცხლის გადასარჩენად. 4 იანვარს, 18:00 საათზე, მარკ ფეიგინის ინიციატივას ვუერთდებით საქართველოში 2 ლოკაციაზე - ეს არის სახელმწიფო კანცელარია და შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლი. თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა 2023 წელს გადამწყვეტ ფაზაში შევა და უნდა ვიმარჯვოთ ქართველმა ხალხმა, რათა დავიმკვიდროთ ჩვენი ისტორიული ადგილი ევროპაში, ცივილიზებულ სამყაროში, სადაც რუსი ოლიგარქის და ბოროტების გარეშე გველოდებიან. მსოფლიოს, მშვიდობის მტერი ტერორისტი პუტინი და მისი რუსეთი გარდაუვლად დამარცხდება თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის მებრძოლ ხალხთან უკრაინაში და ჩვენ ამ გამარჯვების თანამონაწილეები უნდა ვიყოთ. საქართველოს გაერთიანება არის ისე ახლოს, როგორც არასდროს, მაგრამ მანამდე ჯერ შიდა მტერთან, რუს ოლიგარქთან მოგვიწევს გამკლავება, რათა მოვახერხოთ საქართველოს გათავისუფლება ამ ბოროტი ძალისგან. შესაბამისად, ხვალ, 4 იანვარს, 18:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის და მხარდასაჭერად უნდა შევიკრიბოთ სახელმწიფო კანცელარიასთან დედაქალაქში და შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან. სახელმწიფო კანცელარიიდან ასევე გვექნება მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის სახლამდე",- განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ რუსი უფლებადამცველი, მარკ ფეიგინი გამოვიდა ინიციატივით 4 იანვარს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად სხვადასხვა ქალაქებში საქართველოს საელჩოებთან აქცია გაიმართოს, რომელსაც ასევე ოლექსეი არესტოვიჩიც შეუერთდა. ამასთან, მანამდე რუსმა უფლებადამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტისგან მიიღო წერილი, რომელშიც ეწერა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოკვლის ბრძანება ვლადიმერ პუტინმა გასცა, ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა კი, მისი ციხეში მოწამვლა დაადგინეს. ფეიგინი ექსპრეზიდენტის წერილს მალევე გამოეხმაურა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად გეგმა უკვე არსებობდა, თუმცა გეგმის განხორციელებამდე, საქართველოს ხელისუფლების რეაქციას დაელოდებოდა.
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)