13:41 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-30 14:44:13, 1152 ნახვა

საზოგადოება
მარნეულის სამხედრო ბაზაზე ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე, ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.

უწყების ცნობით, ბავშვებს სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს, ჯარისკაცების საცხოვრებელი და სამუშაო პირობები გააცნეს და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს.

„სტუმრებისთვის ყველაზე საინტერესო სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი საავიაციო და საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაცნობა აღმოჩნდა. მათ საჰაერო თავდაცვის საშუალებების, ასევე, სხვა სახის ტექნიკისა და შეიარაღების მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ სამხედრო მოსამსახურეებისგან მიიღეს. დღის ბოლოს მოსწავლეებმა ბრიგადის სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.

საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების ბაზებზე ღია კარის დღეები რეგულარულად იმართება. დმანისის N1 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეების ვიზიტი კი პირველად მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლებში მიმდინარე საპილოტე საგნის „სამხედრო საქმე“ ფარგლებში გაიმართა. მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები უტარებენ. ახალ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები სამხედრო ბაზებს ეტაპობრივად ესტუმრებიან,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics