23:23 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-30 12:18:51, 1705 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი - თუ საჭირო გახდა უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე შევლენ

თუ საჭირო გახდა უკრაინელი სამხედროები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შევლენ,- ამის შესახებ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა Kyiv Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

დანილოვის თქმით, საუბარი, რომ „ვიღაცის გაღიზიანება არ არის საჭირო, სისულელეა“.

„ჩვენი ქვეყნის დასაცავად საჭირო თუ იქნება რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა, ჩვენ იქ ვიქნებით და არავის შევეკითხებით. ყველა საუბარი, რომ ვიღაცის გაღიზიანება არ არის საჭირო, სისულელეა“,-განაცხადა დანილოვმა.

დანილოვის თქმითვე, რუსეთი აგრძელებს ბელარუსის პრეზიდენტზე ზეწოლას, რომ ის ამ ომში „ჩაითრიოს“.

„იომებენ თუ არა ბელარუსები ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, რთული სათქმელია. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელზეც ზემოქმედებას ვერ ვახდენთ. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ბელარუსებს ჩვენთან ბრძოლის არანაირი სურვილი არ აქვთ, ჩვენ მათთვის ცუდი არაფერი გაგვიკეთებია“,- დასძინა დანილოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics