13:44 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-29 16:02:16, 864 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია - გასულ წელს, რამდენიმე ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა და მათი საერთო ფართობი, 120 000 ჰექტრით განისაზღვრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ  დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე გადაცემის „ბიზნესპარტნიორი“ ეთერში ისაუბრა.

„მიმდინარე წელს, დაცული ტერიტორიების  მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით: შეიქმნა რამდენიმე ახალი დაცული ტერიტორია  და მათი ფართობი, დაახლოებით, 120 000 ჰექტრით განისაზღვრა. ქვეყნის ტერიტორიის, დაახლოებით, 13% დაცული ტერიტორიაა და ამ პროცესს ვაგრძელებთ. ვმუშაობთ გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ტერიტორიებზე მნიშვნელოვანია შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა. წელს გაიხსნა წალკის კანიონი, რომელსაც,  უამრავი ტურისტი ეწვია. მომავალში  გვექნება ახალი ლოკაციები. აქტიურად ვმუშაობთ, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვქონდეს, რათა რაც შეიძლება მეტი ვიზიტორი ეწვიოს ჩვენს დაცულ ტერიტორიებს. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ მიმართულებით  კარგი შედეგები გვაქვს. წელს უკვე გვყავდა 880 000-ზე მეტი ვიზიტორი, რაც გაცილებით მეტია წინა წელთან შედარებით. ვფიქრობ, რომ 2023 წელი, ამ კუთხით, კიდევ უფრო აქტიური გვექნება. ჩვენ, როგორც ბიუჯეტის სახსრებით, ასევე კერძო ინვესტიციების მოზიდვით, ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო ობიექტი გაჩნდეს ქვეყანაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics