|
2022-12-27 17:03:20, 859 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი - ჩვენი ამოცანაა, რომ პოზიტიური ეკონომიკური დინამიკა ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახოს
„როცა ჩვენი, ქვეყნის ხელისუფლების, პრემიერ-მინისტრის მხრიდან ამხელა აქცენტი კეთდება ეკონომიკაზე, ერთადერთი მოტივი და ერთადერთი ამოცანაა, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახოს", - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წლის ანგარიშის შემდეგ მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში. როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, კარგი ეკონომიკური შედეგების და მაჩვენებლების გარეშე ხელისუფლება ვერ შეძლებს იმ სოციალური, ინფრასტრუქტურული, განათლების და ა.შ. პროექტების განხორციელებას, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას სჭირდება და რომლებზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას მთავარი აქცენტები გააკეთა. „2022 წელს მსოფლიო ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. პანდემიის პარალელურად რუსეთ-უკრაინის ომმა, დაძაბულმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ რეგიონში ჩვენი ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა; დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ შეძლო არა მხოლოდ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, არამედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციის გაგრძელება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2023 წლის მშპ 1 სულ მოსახლეზე 7,900 აშშ დოლარს გადააჭარბებს. ამასთან, 2022 წელს ევროპის და რეგიონის მასშტაბით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება და ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევაც რეალისტურია. ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკური ზრდა-განვითარების პერსპექტივებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანამ სტაბილურად, წლების განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდა და მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები, რათა ხელისუფლებამ შეასრულოს ის ამოცანები, რომლებსაც ქართველი ხალხი უყენებს მას - დაძლეულ იქნას სიღარიბე და მეტი კეთილდღეობა იყოს მოქალაქეების ოჯახებში. „თუმცა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, ესმის პრემიერ-მინისტრს, რომ დღეს შორს ვართ იმ სასურველი რეალობიდან, რომელიც გვინდა ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის - სიღარიბე ჯერ კიდევ დასაძლევი გვაქვს. ახლა ვსაუბრობთ გაუმჯობესებაზე, კონკრეტულ სტატისტიკაზე და იმ მონაცემებზე, რომლებიც ძალიან ობიექტურია. განსაკუთრებით აღსანიშნავი და ხაზგასასმელია, რომ ეს ეკონომიკური შედეგები მიღწეულია იმ კონტექსტში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც სავსეა გამოწვევებით. საკმაოდ რთული ვითარებაა არამარტო ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპის კონტინენტზე და გლობალურადაც - პოსტპანდემიური პერიოდი მარტივი არ აღმოჩნდა ეკონომიკის აღდგენის კუთხით. ზუსტად ამ შემთხვევაშია ხაზგასასმელი ეკონომიკის ის პოზიტიური დინამიკა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)