|
2022-12-27 16:31:05, 768 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში საახალწლო ღონისძიებები იმართება
ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში საახალწლო კარნავალი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, დღის პირველ ნახევარში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა, ასევე, საახალწლო-საკარნავალო სამოსში ჩაცმული მსახიობების თეატრალიზებული მსვლელობა მოეწყო. მათივე ცნობით, დღის მეორე ნახევარში ჯგუფ ,,მიქსტურას” კონცერტი გაიმართა, საღამო კი DJ-მ დაასრულა. კარნავალი მოცეკვავე გოგონებმა გააფორმეს. სტუმრებს საახალწლო საჩუქრებიც გადაეცათ. ღონისძიებას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაესწრო. „კიკვიძის პარკში მთელი დღის განმავლობაში სადღესასწაულო განწყობა გვქონდა. პროგრამა განკუთვნილი იყო, როგორც პატარებისთვის, ასევე, უფროსებისთვის, სხვადასხვა აქტივობაც ჩატარდა. კიდევ ერთ საახალწლო კონცერტს ჩავატარებთ ზღვისუბანში. ამ ფორმით ვეცადეთ მოსახლეობისთვის საახალწლო განწყობა შეგვექმნა და გაგველამაზებინა წინასადღესასწაულო პერიოდი. ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ 2023 წელი მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ. ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის გარდა, საახალწლო კონცერტი ზღვისუბანშიც ჩატარდა, სადაც საკონცერტო ნომრები მომღერალმა, გიორგი ცხადაძემ ბენდთან ერთად შეასრულა. აღნიშნული ღონისძიებები ნაძალადევის რაიონის ორგანიზებითა და დაფინანსებით ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)