17:29 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 22:26:07, 2034 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მედიცინის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო ,,ჰილტონში“ მედიცინის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ქ. ბათუმის მერიისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა.

 ღონისძიებაზე, გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის, სამინისტრომ 9 პირი დააჯილდოვა.

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პროფესიული მიღწევებისათვის:

თეიმურაზ გოგიტიძე - მამოლოგი, ონკოლოგი, ონკოქირურგი;

 მზია ხალვაში - ონკოლოგი, მამოლოგი;

იოსებ სიხარულიძე - ინტერვენციული კარდიოლოგი;

დიმიტრი მარგველაშვილი - ინტერვენციული კარდიოლოგი;

გიორგი ნიკოლაიშვილი - ინტერვენციული კარდიოლოგი;

მაჰირ ბალაქიშიევი - კარდიოქირურგი;

დიმიტრი ცეცხლაძე - პულმონოლოგი.

აქტიური თანამშრომლობისათვის დაჯილდოვდნენ ორგანიზაციები:

გაეროს ბავშვთა ფონდი - unicef;

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“.

მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ღონისძიების ფარგლებში, სამინისტროს, მათ შორის აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და აჭარის დასაქმების სააგენტოს, საქმიანობის 2022 წლის ანგარიში და 2023 წელს დაგეგმილი სიახლეები პრეზენტაციის სახით წარადგინა.

აჭარაში ,,მედიცინის დღე“ ყოველი წლის 23 დეკემბერს 1996 წლიდან აღინიშნება.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics