|
2022-12-23 16:00:36, 1507 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ვინც CNN-ს ინფორმაციას აწვდის, რომ სააკაშვილი მოწამლულია, საერთაშორისო თაღლითია
დღეს, ვინც ამბობს, მათ შორის საერთაშორისო დონეზე, რომ სააკაშვილი შეიძლება იყოს მოწამლული, არის ან მსუყედ დაფინანსებული პროპაგანდის მსხვერპლი, ან თაღლითი,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში ყველა მოწოდებულია იმისკენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდეს. „ყველა მოწოდებულია რომ იგი იყოს ჯანმრთელად და მის სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრებოდეს. ანალიზებით ისიც დამტკიცებულია, რომ არანაირ მოწამვლას და მით უმეტეს მომწამლავი ან მავნე ნივთიერებების სიჭარბეს ადგილი არ აქვს. გაცილებით უფრო დაბალია მაჩვენებელი ნებისმიერი მავნე ნივთიერებისა, მაგრამ როდესაც ადამიანი ამბობს, პროპაგანდისტული ჯგუფის ინსტრუქციის შემხედვარე, რომ იგი არ ჩააბარებს საანალიზოდ სისხლს, ეს იმას ნიშნავს, რომ პროპაგანდა არის აქ მთავარი და გადახდილი ფულის სანაცვლოდ უნდა მიიღონ შედეგი“- განაცხადა ვოლსკიმ. გიორგი ვოლსკი ასევე გამოეხმაურა CNN-ზე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ სიუჟეტს და აღნიშნა, რომ მთელი რიგი წამყვანი საერთაშორისო გამოცემები იგივე პროპაგანდისტული თემით გამოდიან და შეცდომაში შეჰყავთ საერთაშორისო საზოგადოება. „არა მარტო CNN, არამედ მთელი რიგი წამყვანი საერთაშორისო გამოცემები იგივე პროპაგანდისტული, ერთი და იგივე ტექსტით, ერთი და იგივე თემით გამოდიან და შეცდომაში შეჰყავთ არა მხოლოდ პოლიტიკური, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოება. ძლიერი პროპაგანდაა, მაგრამ ის ინფორმაცია არის თაღლითური და ვინც ეგეთ ინფორმაციას ავრცელებს უკვე საერთაშორისო დონეზე, ის არის საერთაშორისო თაღლითი “- აღნიშნა ვოლსკიმ.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)