|
2022-12-21 23:36:20, 976 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ერთადერთი წამალი საქართველოში რადიკალიზაციის შემცირებისთვის არის ნაცმოძრაობის დასუსტება
დღეს სინამდვილეში ვითარება ბევრად ნაკლებად პოლარიზებულია, ვიდრე ეს იყო 1 წლის წინ. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ე.წ რადიკალიზაციის ხარისხი რადიკალურად შემცირებულია და ერთადერთი მიზეზი აქვს ამას, ეს არის ნაცმოძრაობის დასუსტება, - განაცხადა ქართული ოცნების თავჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, როდესაც ოპოზიცია საუბრობს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, მათი მიზანი რადიკალიზაციის გაზრდაა, რაც მათი აზრით გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილებას და შემდეგ ომში გახვევს ჩვენ ქვეყანას. "დღეს სინამდვილეში ვითარება ბევრად ნაკლებად პოლარიზებულია, ვიდრე ეს იყო 1 წლის წინ. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ე.წ რადიკალიზაციის ხარისხი რადიკალურად შემცირებულია და ერთადერთი მიზეზი აქვს ამას, ეს არის ნაცმოძრაობის დასუსტება. ერთადერთი წამალი საქართველოში რადიკალიზაციის შემცირებისთვის არის ნაცმოძრაობის დასუსტება, ამის მეტი წამალი არ არსებობს და როდესაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, მიზანი სწორედაც რადიკალიზაციის გაზრდაა ანუ, რატომაც უნდათ ამ ადამიანებს, გლობალური, ლოკალური ომის პარტიას სააკაშვილის გათავისუფლება, ერთადერთი მიზანი რაც ამოძრავებთ, უნდათ საქართველოში რადიკალიზაციის ხარისხის გაზრდა, რაც მათი აზრით გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილებას და შემდეგ ომში გახვევს ჩვენ ქვეყანას. გარკვეულწილად შეიძლება გააძლიეროს სააკაშვილის გარეთ ყოფნამ ნაცმოძრაობა, რაც ავტომატურად ნიშნავს რადიკალიზაციის ხარისხის ზრდას ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა გააგრძელონ მოწოდებები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ჩვენი ამოცანაა, არ გაიზარდოს რადიკალიზაციის ხარისხი, მითუმეტეს პოლიტიკური ბერკეტიც არ გვაქვს, რა თქმა უნდა, არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმებოდა ხელოვნური გზით სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, იმისათვის რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს" - განაცხადა კობახიძემ.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)