|
2022-12-18 17:05:38, 1206 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია - ციხეში, გინახავთ, მიშა სააკაშვილის დროს, ადამიანებს გვამებზე რომ აბამდნენ? ვისთვის გაცვდა? ჰოლოკოსტიც ხომ არ გაცვდა?
ციხეში, გინახავთ, თქვენ, მიშა სააკაშვილის დროს, ადამიანებს გვამებზე რომ აბამდნენ? იცით? ვისთვის გაცვდა? ჰოლოკოსტიც ხომ არ გაცვდა? იცით, ჰოლოკოსტი რა არის? არ იცით! - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ტელეკომპანია ,,ფორმულას” ჟურნალისტს, რომელმაც ოდიშარიას მიუთითა, რომ სააკაშვილის სისტემის დროს პატიმრების წამება იყო გაცვეთილი არგუმენტი. როგორც ოდიშარიამ განაცხადა, არასდროს გაცვდება მიხელ სააკაშვილის სისტემის მიერ ნაწამები ადამიანებისთვის ეს არგუმენტი, რომ იმ დროს, ციხეში პატიმრების წამება ხდებოდა. ,,სულხან მოლაშვილისთვის და გირგვლიანის ოჯახისთვის გაცვდა? რა არგუმენტი, გეკითხებით. დავინახე, რომ ქალბატონი დედა შებრძანდა ძალიან ბევრი პარკით, რათა მან განაცხადა, რომ აღარ სურდა მიირთვას პენიტენციურ სისტემაში მომზადებული საკვები და შეატანინეს რამდენიმე პარკი. რატომ მეკამათებით იმაზე, რასაც ორივე თვალით ვხედავ. თუ რამე იყო სასაცილო ამ ყველაფერში, თქვენი დამოკიდებულება ჩანს ამით მხოლოდ. თქვენ გგონიათ, რომ ექიმები ხართ, ექსპერტები ხართ, ბრალმდებლები ხართ. დაახლოებით ათი კვირაა, ნაციონალური მოძრაობის გარე და შიდა სპიკერები, ენჯეობი და ეს ტელევიზიები, რომლებიც, ასევე პარტიაა, პირდაპირ ითხოვდნენ, რომ აჩვენეთ მიხელ სააკაშვილი, გვაჩვენეთ საზოგადოებასო, მათ შორის, ნიშნის მოგებით ეუბნებოდნენ მინისტრს, რომ რა, არ გაქვთ კადრები, გაასაჯაროვეთო? აი, რომ გასაჯაროვდა, აღარ მოეწონათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება მედპერსონალს თავში ესროლო ქილა. ის კი იყო შეჩვეული, თავისი პოლიტიკური პარტიის წევრებს ბოულინგს რომ ეთამაშებოდა, სხვადასხვა ნივთებით, მაგრამ ეს ადამიანები უვლიან მას და არა აქვთ არანაირი ვალდებულება, რომ ითმინონ ამდენი,” - განაცხადა ოდიშარიამ.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)