|
2022-12-16 14:49:30, 1057 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - ჩვენი საქმიანობა ადასტურებს სამინისტროს მიერ აღებულ კურსს – იყოს ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროს საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს მორიგი საგრანტო პროგრამა ადამიანის უფლებების გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებებით. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან საგრანტო საბჭოს გადაწყვეტილებით გამოვლინდა 17 საუკეთესო პროექტი, რომელთა განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება, ჯამური დაფინანსება კი, 330 000 ლარს აჭარბებს. სისტემატური ხასიათი მიიღო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის თაობაზე ანგარიშების წარდგენამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და საზოგადოებრივ ჯგუფში, რაც ადასტურებს სამინისტროს მიერ აღებულ კურსს – იყოს ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება. გარდა ამისა, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დაიწყო საჯარო ლექციათა ციკლი, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ წარმართული და მოგებული დავების შესახებ. ამ დროისთვის საჯარო ლექციები უკვე ჩატარდა ამბროლაურში, თელავში, ბათუმში, ქუთაისსა და გორში.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)