|
2022-12-16 11:23:58, 993 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - სააკაშვილის მეგობრები, სინამდვილეში არიან მტრები, რადგან ცდილობენ დაამძიმონ მისი მდგომარეობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მოშიმშილე დეპუტატები მოინახულა და მოუწოდა, რომ შეწყვიტონ შიმშილობა, რადგან "ასეთი საქციელი ახალისებს მიხეილ სააკაშვილს, რომ უფრო მეტად არ ითანამშრომლოს სასჯელ აღსრულების ადმინისტრაციასთან". "ვფიქრობ, რომ შიმშილობა არ არის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილების იძულება, ამიტომ მოვუწოდე მათ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და მოწოდება, იძულება, შანტაჟი, მითუმეტეს საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, არის მიუღებელი და პირიქით, ასეთი საქციელი ახალისებს მიხეილ სააკაშვილს, რომ მან უფრო მეტად არ ითანამშრომლოს სასჯელ აღსრულების ადმინისტრაციასთან",- განაცხადა პაპუაშვილმა. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ ცდილობს დაიმძიმოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა სასამართლომ სასჯელი გადაუვადოს. "წინაპირობა აქვს სასჯელი გადავადებას, სწორედ ეს არის მთელი ილუზიის შესაძლებლობა, რომ მან უნდა დაიმძიმოს თავი, არ არის საკმარისი, კიდე უნდა დაიმძიმოს და იქნებ, მივიდეს ისეთ ზღვრამდე, რომ შეიძლება, სასამართლომ ჩათვალოს, რომ მისი მდგომარეობა არის მძიმე. აი, ეს არის პრობლემა. სააკაშვილის მეგობრები, სინამდვილეში არიან მისი მტრები, რადგან ცდილობენ დაამძიმონ მისი მდგომარეობა",- ამბობს პაპუაშვილი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 15 დეკემბერს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა - დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულ ისმაილოვმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყეს. როგორც დავით კირკიტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ პოლიტიკურმა აქტმა ფრაქციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა სამივე დეპუტატი დარწმუნებულია, რომ პროტესტი პარლამენტსაც გასცდება. დღეს, პარლამენტში მოშიმშილეებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი, თემურ ჯანაშია შეუერთდა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)