|
2022-12-13 11:18:11, 846 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - მოვახდინოთ ზეწოლა და გავაგებინოთ ჩვენი ხმა, რომ არ ვართ საზოგადოება, რომელიც ციხეში ადამიანს კლავს
ევროპარლამენტარების მიერ პირდაპირ ითქვა, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლო არათუ არ იცავს ადამიანს, არამედ უქმნის სიკვდილის საფრთხეს, რა თქმა უნდა, ევროპულ პერსპექტივებზე ჩვენ საუბარი ვერ გვექნება, - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. როგორც ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეებთან პირდაპირ კავშირშია. "ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია. ევროპარლამენტარები - ადამიანები, ვინც გულწრფელად მოწადინებულები არიან და მათ გუშინ ამაზე ისაუბრეს, რომ განხორციელდეს ქართველი ხალხის ნება და ჩვენ გავხდეთ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, საუბრობდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის - პოლიტპატიმრის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. ამაზე საუბრობდნენ დასაბუთებულად. მოვისმინეთ ხაზგასმა ჩვენი ევროპარლამენტი მეგობრებისგან, რომ მათ სურთ, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ამასთან, წევრობას აქვს კონკრეტული მოთხოვნები. ერთ-ერთი მოთხოვნა სასამართლო დამოუკიდებლობის მოთხოვნა პირდაპირ არის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეებთან. ჩვენ მოვისმინეთ, რომ დღეს აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის ოპერაცია, რისთვისაც ის გადაყვანილი უნდა იყოს საზღვარგარეთ. მსოფლიო ლაპარაკობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის სიკვდილის საფრთხე არის სასწორზე, ქვეყანაში, რომელსაც სურს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. პირდაპირ ითქვა, რომ ამ პირობებში, როდესაც სასამართლო არათუ არ იცავს ადამიანს, არამედ უქმნის სიკვდილის საფრთხეს, რა თქმა უნდა, ასეთ პერსპექტივებზე ჩვენ საუბარი ვერ გვექნება... მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეები არის დაკავშირებული, გარდა მორალური ტვირთვისა, გარდა შიდა პოლიტიკური სიმძიმისა, პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან", - განაცხადა ხოშტარიამ. "დროას" ლიდერის თქმით, შექმნილ ვითარებაში, როდესაც მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა ქვეყანა ჩიხამდე მიიყვანა, გამოსავალი საზოგადოების მიერ "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლის გაძლიერებაა. "ქართულმა ოცნებამ" კონკრეტულ ჩიხამდე მიიყვანა ჩვენი ევროპული პერსპექტივა და დღეს გამოსავალი არის ერთადერთი - მოვახდინოთ ზეწოლა და გავაგებინოთ ჩვენი ხმა, რომ ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება, რომელიც ციხეში კლავს ადამიანს და არ ვართ ის საზოგადოება, რომელიც დავემშვიდობებით ჩვენს ევროპულ მომავალს იმიტომ, რომ სახელმწიფოს მიმტაცებელ ბიძინა ივანიშვილს ეს სურს ასე ჩვენი ერის წინააღმდეგ", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ, რომელმაც ასევე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს. ცნობისთვის, გუშინ, 12 დეკემბერს სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა განაცხადა, რომ "თუ სააკაშვილი-გვარამიას საქმეები არ მოგვარდება, ევროკავშირს ექნება საფუძველი, თქვას „არა".
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)