20:45 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-12 10:01:33, 1657 ნახვა

მსოფლიო
პერუში ახალი პრეზიდენტის წინააღმდეგ აქციები იმართება - ანდაჰუაილასში პოლიციასთან შეტაკებას 2 არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, პერუს რამდენიმე ქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, დინა ბოლუარტეს საწინააღმდეგო აქციაზე, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ანდაჰუაილასში, 2 ადამიანი დაიღუპა.

პერუს ომბუდსმენის ოფისის ხელმძღვანელმა, ელიანა რევოლარმა განაცხადა, რომ პოლიციასთან შეტაკებისას დაღუპულები არასრულწლოვნები არიან.

"ჩვენ ვწუხვართ ორი ადამიანის დაღუპვისა და რამდენიმე დაშავებულის გამო. მოვუწოდებ მოსახლეობას, დამშვიდდნენ", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, სეზარ სერვანტესმა.

დინა ბოლუარტეს წინააღმდეგ ხალხი დედაქალაქ ლიმას ქუჩებშიც გამოვიდა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

აღსანიშნავია, რომ პროტესტი სტაბილურად იმატებს მას შემდეგ, რაც სამხრეთ ამერიკის საკანონმდებლო ორგანომ გადააყენა მემარცხენე პრეზიდენტი პედრო კასტილო, რადგან მან კონგრესის დაშლა სცადა.

დინა ბოლუარტემ - ყოფილმა პროკურორმა, რომელსაც კასტილოს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, მალევე დადო ფიცი, წარადგინა თავისი ახალი კაბინეტი და პრემიერ-მინისტრად ყოფილი პროკურორი პედრო ანგულო დაასახელა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კონგრესის დაშლას, ვადამდელ არჩევნებს, ახალ კონსტიტუციასა და პედრო კასტილოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics