20:59 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-01 13:21:49, 1138 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე - მოიკითხონ ივანიშვილის ლობისტური კომპანიები, რომლებიც მის კაპიტალს იცავენ - სკანდალს იქ ნუ ხედავენ, სადაც არ არის

თვითონ მოიკითხონ ბიძინა ივანიშვილის ლობისტური კომპანიები, რომლებიც მის კაპიტალს იცავენ, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტის ოჯახმა ლობისტური კომპანია დაიქირავა. 

დეკანოიძის თქმით, ამაში მიუღებელი არაფერია და "სკანდალს ხედავენ იქ, სადაც არ არის".

"მე ვფიქრობ, რომ ამაში არაფერი მიუღებელი არ არის. ოჯახისთვის მისი სიცოცხლე დგას პირველ რიგში. არ დაგვავიწყდეს, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილისთვის არიან შვილი, მამა და რა თქმა უნდა, ეს საკითხი გასულია მათთვის ყოველგვარი პოლიტიკური ჭრილიდან. ამიტომ, მათ თვითონ მოიკითხონ ბიძინა ივანიშვილის ლობისტური კომპანიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის კაპიტალს იცავენ. ელჩი ამერიკის შეერთებული შტატებში პირადად არის დაკავებული იმით ზუსტად, რომ ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი დაიცვას. სკანდალს იქ ნუ ხედავენ, სადაც არ არის", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ოჯახის მიერ დაქირავებულმა ლობისტურმა კომპანიამ უნდა აწარმოოს მედია პიარ-კამპანია და ჰუმანიტარული მისიით მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება უნდა მოახდინოს. 

მისივე ინფორმაციით, ამერიკულ კომპანია „გლობალ პოინტთან“ კონტრაქტი 18 ნოემბრიდან 17 იანვრამდე ფორმდება და მას ხელს, სააკაშვილის დელეგირებით, მისი დედა გიული ალასანია აწერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics