20:59 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 14:05:13, 1084 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - გამოვაცხადოთ მორატორიუმი - როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როცა უკრაინაში ომია

გთავაზობთ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში, როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში ომია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები ამ დონეზე კომიკურები არიან, რომ „მშვიდობა როცა გამოგაქვს სლოგანად, ესეც კი აღიზიანებთ. როგორც ჯვარი აღიზიანებდათ“.

„მე გთავაზობთ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ მაგალითად  მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში. როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში არის ომი. ანუ ამ დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები, რომ მშვიდობა როცა გამოგაქვს სლოგანად, ესეც კი აღიზიანებთ. როგორც ჯვარი აღიზიანებდათ, ანუ ეკლესიას იმდენად მტრობენ, რომ ჯვარი აღიზიანებთ და აქაც, მშვიდობას იმდენად მტრობენ ეს ადამიანები, რომ სლოგანმა გააღიზიანათ. სინამდვილეში მათ აღიზიანებთ არა წარწერა და სლოგანი, არამედ მათ მშვიდობა აღიზიანებთ ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ, რომ ისინი არიან ომის პარტია. მათ ქონდათ და აქვთ პირდაპირი განზრახვა, რასაც ვერ მალავენ. ისინი ვერ მალავენ, რომ სურთ ომი საქართველოში. აქედან გამომდინარე ისინი ებრძვიან არა სლოგანს და წარწერას, არამედ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. რათქმა უნდა ამ მიზნის მიღწევას ვერ ეღირსებიან, საქართველოში იქნება მშვიდობა და თბილისი იქნება მშვიდობის ქალაქი, ესაა ის სურვილი რაც თითოეულ ჩვენგანს აქვს.“- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს, საახალწლო სლოგანი - „მშვიდობის ქალაქი“ წარმოეჩინათ როგორც ნიშნისმოგება უკრაინელების მიმართ.

მისი თქმით, საახალწლო სლოგანში არ იყო ჩადებული არავითარი პოლიტიკური გზავნილი და მშვიდობა არის ის, რისკენაც ყველა მიისწრაფვის.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics