|
2022-11-29 13:38:09, 708 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციას - სინამდვილეში, რისთვისაც გინდათ სააკაშვილის გათავისუფლება არის ის, რომ ქვეყანაში ვითარება არიოთ
„9 წლის განმავლობაში თქვენ გაქვთ ჩადენილი უამრავი დანაშაული და დღეს საუბრობთ სიცოცხლის უფლებაზე. შეგახსენებთ, რომ სწორედ თქვენ ჩაიდინეთ დანაშაულები, რომლებმაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. თქვენ საერთოდ მორალური უფლება არ გაქვთ, რომ ადამიანის სიცოცხლის უფლებზე ისაუბროთ", - ასე მიმართა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ირაკლი კობახიძის თქმით, "რადიკალური ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციების მოწყობას ცდილობს". „ვერც ერთი თქვენგანი ვერ საუბრობს დიაგნოზზე და ვერ ამბობთ, ემორჩილება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ექიმების დანიშნულებასა და ინსტრუქციებს. ასეთ პირობებში, ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. ვერ არიეთ ეს ქვეყანა. დააანონსეთ ცხელი შემოდგომა. არაფერი სიცხელის არ ეტყობოდა ამ შემოდგომას და ისევ მიუბრუნდით თქვენს ბოლო იმედს. ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მისი გათავისუფლება. სინამდვილეში რისთვისაც გინდათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის ის, რომ არიოთ ვითარება ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ჩამოიყვანეთ ის საქართველოში. მაშინ ვერ მიაღწიეთ ამას და ახლა გინდათ ხელახლა სცადოთ იგივე, მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით, სცადოთ ქვეყნის არევა. ამის საშუალებას ბუნებრივია არ მოგცემთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო. სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა. ნინო ნადირაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე გამართლებული არ იყო. 25 ნოემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტის თმის ღერში სამი მძიმე მეტალი აღმოაჩინეს. უფრო ადრე, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება". ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ "თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის დაზიანებული და ასეთი დასკვნა იქნება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება".
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)