|
2022-11-28 13:38:56, 721 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი სააკაშვილზე - ადვოკატმა განაცხადა, რომ პროცესზე დასწრება არ ემსახურება იმას, რომ მან კანონის ფარგლებში თავი იმართლოს
,პირველი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწრება თუ არა, ეს მისი საქმე და მისი უფლებაა. მას აქამდეც ქონდა პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა. მეორე, მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ პროცესზე დასწრება არ ემსახურება იმას, რომ მან თავისი თავი იმართლოს კანონის ფარგლებში, არამედ ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მოახდინოს საკუთარი თავის ჯანმრთელობის დემონსტრირება საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა. როგორც დავითულიანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან შესუსტებულია, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ის ვივამედში მკურნალობს. მისი თქმით, ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს პენიტენციური სისტემა და ასეა მის შემთხვევაშიც. ,,მესამე, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა აღებული აქვს სახელმწიფოს, შესაბამის ინსტიტუტს და ის განსაზღვრავს, რომელ პატიმარს რა ტიპის მკურნალობა ესაჭიროება და ამ სერვისს აწვდის. მიხეილ სააკაშვილის დაავადებებთან დაკავშირებით, სასამართლოს გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, ჩვენ ვნახეთ, რამდენიმე სეზონი, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის, ჯვარი წერია, მაგრამ თავისი თანაგუნდელები ასე ამბობდნენ, რომ თითქოს ბოლო წუთებს ითვლიდა. მეც, როგორც ვიცი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესუსტებულია და ვივამედში მისი მკურნალობა და არა ციხის საავადმყოფოში, ამის დასტურია. ვიდრე სხვა დროს გვატყუებდნენ ხოლმე, პირდაპირ რომ ვთქვათ. აქედან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტს, თუმცა, არ მჯერა, ისეთი რამე შეიძლება ამ ადამიანს სჭირდეს, რომლის შესაბამის მომსახურებას ქართული სამედიცინო სისტემა ვერ უზრუნველყოფს. გამორიცხვით როგორ გამოვრიცხავ, თეორიული ამის შანსი არსებობს, მაგრამ ამ ქვეყანაში პრაქტიკა, რომ მსჯავრდებული საზღვარგარეთ გაეყვანათ სამკურნალოდ მძიმე დაავადებებზე, მე ასეთი არ მახსენდება, არ ვიცი, კანონით რამდენად აქვს ამის უფლება. მე მგონი კანონითაც ეს აკრძალულია, თუმცა, სასამართლო თუ მიიღებს ამის საპირისპირო გადაწყვეტილებას, ეს მათი საქმეა და არა ჩემი,’’ - განაცხადა დავითულიანმა.
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)