13:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-27 18:39:32, 1722 ნახვა

ომი უკრაინაში
არახამია - მომდევნო კვირა შეიძლება ძალიან რთული იყოს, რუსები ენერგეტიკულ ობიექტებზე ახალ თავდასხმებს გეგმავენ

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არაჰამიამ განაცხადა, რომ მომავალი კვირა უკრაინელებისთვის შეიძლება ძალიან რთული იყოს, რადგან რუსეთი ენერგეტიკულ ობიექტებზე ახალ დარტყმებს გეგმავს.

როგორც არახამიამ აღნიშნა, საგანგებო სიტუაციების სამსახური და ხელისუფლება სხვადასხვა სცენარს ამუშავებს და შესაძლო სცენარისთვის ემზადება. 

"მომდევნო კვირა შეიძლება ძალიან რთული იყოს. რუსები ენერგეტიკულ ობიექტებზე ახალ ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავენ. საგანგებო სიტუაციების სამსახური და ხელისუფლება სხვადასხვა სცენარს ამუშავებს. ბევრი ტრენინგი ჩატარდა, შემუშავებულია ენერგეტიკის მუშაკების კრიტიკული ინფრასტრუქტურის სამოქმედო გეგმები, ყველამ იცის რა უნდა გააკეთოს.

ჩვენ ვემზადებით. სამხედროები ემზადებიან და ყველას მოვუწოდებთ, რომ იზრუნონ საკუთარ თავსა და ოჯახზე. შეაგროვეთ წყალი, საკვები გრძელვადიანი შენახვისთვის, დამუხტეთ ტელეფონები და პაუერ ბანკები“, - მოუწოდა მან უკრაინის მოსახლეობას.

ცნობისთვის, ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს უტევს.

23 ნოემბერს რუსეთმა კვლავ დაიწყო მასიური სარაკეტო შეტევა  უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე. კიევში  საცხოვრებელი კორპუსების 70% ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics