|
2022-11-25 21:33:27, 1234 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე გონჩარენკოს - ებრძვიან ქვეყნის ევროპულ მომავალს, მაგრამ ამ ქვეყნის არც ეკონომიკასთან და არც მშვიდობასთან ბრძოლა არ გამოუვათ
ებრძვიან ქვეყნის ევროპულ მომავალს, საქართველოს განვითარებას, მაგრამ ამ ქვეყნის არც ეკონომიკასთან და არც მშვიდობასთან ბრძოლა არ გამოუვათ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უკრაინის რადას დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ქვეყნის არც ეკონომიკასთან და არც მშვიდობასთან ბრძოლა არ გამოუვათ. „გონჩარენკო თავად არის ძალიან „ჩამოყალიბებული“ პოლიტიკოსი, რადგან რამდენიმე წლის წინ გეორგიევსკის ლენტით დადიოდა და დღეს ვითომ საპირისპირო, პროდასავლური მიმართულებით დეკლარირებს და ლაპარაკობს. სინამდვილეში, საქმე იმაშია, რომ საქართველო ვითარდება სტაბილურად, სწრაფად ევროპულ მაჩვენებლებს ძალიან დავუახლოვდებით. მეორე მხრივ, ამისათვის საჭიროა მშვიდობა, სტაბილურობა, სტაბილური განვითარება, რაც დღეს არის ამ ქვეყანაში. თქვენი აზრით, რას ებრძვიან ეს ადამიანები ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან? ეს ადამიანები მტრობენ, ერთი მხრივ, ეკონომიკურ განვითარებას და მეორე მხრივ, მშვიდობას. მშვიდობას როგორ მტრობენ – შეისეირნეთ აფხაზეთში, სოხუმში, გვახსოვს პირდაპირი და ირიბი ომისკენ მოწოდებები". - განაცხადა მდინარაძემ. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)