15:24 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 14:41:13, 1708 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთი ცდილობს უკრაინის ჩაბნელებას, მაგრამ დიდი ხანია თვითონ არსებობენ სიბნელეში

რუსეთი ცდილობს უკრაინის ჩაბნელებას, მაგრამ დიდი ხანია თვითონ არსებობენ სიბნელეში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, უკრაინა ყველა გამოწვევას გადალახავს და გაიმარჯვებს. 

"სინათლე ყოველთვის ჭარბობს სიბნელეს, ხოლო სიმართლე - სიცრუეს. ჩვენი უძლეველი ერი ყველა გამოწვევას გადალახავს და საბოლოოდ გაიმარჯვებს. რუსი ოკუპანტები ამას ვერასდროს გაიგებენ, რადგან ისინი ცდილობენ უკრაინის ჩაბნელებას, მაგრამ უკვე დიდი ხანია არსებობენ გაუვალ სიბნელეში.

მადლობა ყველას, ვინც გადალახა ის არნახული გამოწვევები, რომლებსაც უკრაინისთვის ტერორისტულ სახელმწიფო ქმნის - ჩვენი ენერგეტიკოსები, სამაშველო ჯგუფები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესი და ყველა, ვინც ეხმარება ჩვენს ქვეყანას ფეხზე დადგომაში", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ცნობისთვის, რუსი ოკუპანტების მიერ გუშინ, 23 ნოემბერს კიევზე განხორციელებულ მასიური სარაკეტო იერიშის შემდეგ, უკრაინის დედაქალაქის 25%-ს, ავარიული გამორთვის გამო, ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მუშაობს როგორც საავტომობილო, ისე მიწისქვეშა ტრანსპორტი. ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ტრამვაის ნაცვლად, მათ მარშრუტებზე ავტობუსები გამოჩნდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics