|
2022-11-22 14:33:24, 849 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არავის არ სურს სააკაშვილის სიკვდილი, ყველა პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია
კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა, მისივე თქმით, დანაშაულისთვის პასუხი ყველამ უნდა აგოს. როგორც კალაძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება დაცული იყოს. „ვერ გეტყვით, შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია, პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანს, რომელსაც მიუძღვის ბრალი და აქვს ჩადენილი კონკრეტული დანაშაული კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია არის, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და როდესაც ხარ პოლიტიკაში და ხარ პოლიტიკოსი და მითუმეტეს ქვეყნის პირველი პირი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვს და ძალიან სამწუხაროა, რაც ხდებოდა ქვეყანაში გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების მიმართ, რა ვითარება იყო, როგორი დამოკიდებულება იყო ბიზნეს სექტორის მიმართ, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ეს ძალიან მძიმე იყო და მგონია, რომ ყველამ, ვინც დანაშაული ჩაიდინა ამ მიმართულებით, უნდა აგოს პასუხი. არავის არ სურს არა თუ მესამე პრეზიდენტის, არცერთი პატიმრის სიკვდილი. ჯანმრთელობის უსაფრთხოება, როგორც მიხელ სააკაშვილის, ასევე, ყველა პატიმრის შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება იყოს დაცული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)