|
2022-11-22 14:19:33, 743 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი „დეოლიგარქიზაციის“ კანონზე - ვენეციის კომისიის დასკვნის მიღება ძალიან სასარგებლო იქნება საქართველოს მთავრობისთვის
საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტის მიღებამდე მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის სფეროს ექსპერტებმა გადახედონ. კელი დეგნანის განცხადებით, ექსპერტების დასკვნის მიღება იქნება სასარგებლო ნაბიჯი საქართველოს მთავრობისთვისა და პარლამენტისთვის. "როდესაც ეს მოდის ევროკომისიის დელეგაციის მხრიდან, რომელიც მუშაობს საქართველოსთან, ამ რეკომენდაციების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, ეს რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, იყო გარკვეული დაბნეულობა, რადგან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ვერსია, რომელიც შემუშავდა უკრაინაში, უკან გაიტანეს ვენეციის კომისიიდან. შესაბამისად, ვენეციის კომისიასთან არ არის მოთხოვნა არცერთი კანონის განხილვასთან დაკავშირებით, არც საქართველოდან, არც უკრაინიდან. სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი და ფასეული, რომ ვენეციის კომისიის სფეროს ექსპერტებმა მიღებამდე გადახედონ კანონპროექტებს ეს არის ძალიან რთული და მნიშვნელოვანი სფერო კანონისთვის და ექსპერტების დასკვნის მიღება იქნება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი საქართველოს მთავრობისთვის, საქართველოს პარლამენტისთვის", - განაცხადა დეგნანმა. შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭრა, ექვსი კი წინააღმდეგი იყო. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ „დეოლიგარქიზაციის“ კანონის მიღებამდე უნდა იყოს შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)