|
2022-11-20 15:21:50, 1306 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - საქართველო პრეზიდენტების სასაკლაოდ არ უნდა გადაიქცეს
საქართველო პრეზიდენტების სასაკლაოდ არ უნდა გადაიქცეს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა თქვა, ხელისუფლებამ სააკაშვილს მესამე ქვეყანაში მკურნალობის შესაძლებლობა უნდა მისცეს. "ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს წამებით კლავენ ციხეში და მათ შორის, ევროპული რეზოლუციები საუბრობს ამაზე, რომ სააკაშვილის გადაყვანა არის მნიშვნელოვანი მესამე ქვეყანაში. აქ არც და ვერც მკურნალობენ. ჩვენ ვნახეთ, რომ მის სისხლში აღმოჩენილია მომწამვლელი ნივთიერება. პირდაპირ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ეს არ არის ვიწროპარტიული საქმე, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი. პრეზიდენტების სასაკლაოდ არ უნდა გადავაქციოთ ჩვენი ქვეყანა. დღეს, აქ შეკრებილი ადამიანები, მათ შორის, პოლიტიკოსები, ექიმები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები რას ითხოვენ? - რომ პრეზიდენტი არ მოკლას ხელისუფლებამ და მისცეს შესაძლებლობა, რომ მესამე ქვეყანაში მოხდეს მისი მკურნალობა. ამ საკითხის პოლიტიზებაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გამოიჩინოს გონიერება და მისცეს პრეზიდენტ სააკაშვილს მკურნალობის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესაძლებლობა. თუ ამას არ აკეთებს ხელისუფლება, მაშინ საზოგადოება სხვაგვარად იქცევა", - განაცხადა ხაბეიშვილმა "მთავარ არხთან" საუბრისას. ცნობისთვის, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანისა და გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება. პრეზიდენტის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა გუშინ, 19 ნოემბერს განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება". ადვოკატის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას დღეს სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყებამ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ "მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია".
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)