|
2022-11-20 11:51:39, 758 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს
თავიდანვე ვამბობდით და ყოველდღიურად მტკიცდება, რომ მათი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ როგორმე საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამისათვის აკეთებენ აბსოლუტურად ყველაფერს. ამიტომ არ ჩაერთნენ სამუშაო ჯგუფებში და ამიტომ აწარმოებენ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი - მაკა ცინცაძესთან ერთად“ ოპოზიციაზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ უარი თქვა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე და პასუხისმგებლობა სწორედ მათ ეკისრებათ. „ჩვენ ყველას გავუღეთ კარი, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია იყო მიწვეული. რამდენიმე პოლიტიკური პარტია თავიდანვე იყო და არის ჩართული ამ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში. სამმა საპარლამენტო პარტიამ თავიდანვე თქვა უარი, ეს არის „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ შესაბამისად, აქ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. შინაარსზეც კი არ იყო საუბარი. ანუ, კანონების შინაარსი კი არ გააპროტესტეს, თავიდანვე თქვეს უარი ამ სამუშაო ფორმატებზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია პასუხისმგებლობა არის მთლიანად მათზე“, - განაცხადა კობახიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა მოლოდინი რომ პროცესი მართლაც დაზიანდეს, კობახიძემ აღნიშნა, რომ "ნაცმოძრაობას" რესურსი არ აქვს, რომ რაღაც ჩაშალოს, ერთადერთი, რითაც შეიძლება დაზიანდეს ეს პროცესი, არის საერთო კოორდინაცია. „ერთადერთი რითაც შეიძლება დაზიანდეს ეს პროცესი არის საერთო კოორდინაცია. ნაცმოძრაობას იმის რესურსი არ აქვს რომ რაღაც ჩაშალოს, რაღაცაში ხელი შეგვიშალოს. გლობალური ომის პარტია, ლოკალური ომის პარტია, იქ თუ დალაგდა ქვეყნის საწინააღმდეგოდ რაღაც გადაწყვეტილებები, ეს რა თქმა უნდა პრობლემას შექმნის, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სხვანაირად განვითარდეს მოვლენები. ცდას არ დავაკლებთ რომ მაქსიმალურად შესრულდეს 12 პუნქტი, ამას ვაკეთებთ რა თქმა უნდა და გვექნება მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ეს არის მაქსიმუმი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ და ბუნებრივია, ბოლომდე დავიხარჯებით“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)