|
2022-11-18 22:13:55, 1172 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი დეპუტატებზე - მათი სიტყვები კრემლის სახელმძღვანელოდან ამონაწერს ჰგავს
საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი დეპუტატების განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ აშშ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით "საკუთარ აგენტურას" აფინანსებს. ელჩის თქმით, აშშ-ის მთავრობა ერთგულია საქართველოს უსაფრთხოების, კეთილდღეობის, დემოკრატიული განვითარებისადმი, რადგან ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს. „ის, რასაც აშშ-ის კანონმდებლობა ასახავს, არის რეალური მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და თქვენ შეგიძლიათ, ეს ნახოთ საქართველოს მხარდამჭერ აქტში, რომელიც მიმდინარე წელს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო; ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების კანონმდებლობაში, რომელიც სენატორმა შაჰინმა წარადგინა ივლისში. ორივე ეს დოკუმენტი არის მხარდამჭერი საქართველოს და საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართ. სწორედ ეს არის, რაზეც ფოკუსირებულია აშშ-ის კონგრესი. აშშ-ის მთავრობა ერთგულია საქართველოს უსაფრთხოების, კეთილდღეობის, დემოკრატიული განვითარებისადმი, რასაც ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვუჭერთ მხარს, რადგან ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს. რაც შეეხება არასამთავრობოების შესახებ დასმულ შეკითხვას, ვფიქრობ, თქვენ შეგიძლიათ, ჰკითხოთ თხილის, მოცვის, რძის პროდუქტის მწარმოებელ ნებისმიერ ფერმერს, რომლებმაც გაზარდეს თავიანთი პირუტყვის რაოდენობა ან შეძლეს თავიანთი რძის ან ყველის უფრო მეტ ბაზარზე გაყიდვა, იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც ისინი იღებენ აშშ-სგან; ან სტუდენტებს, რომლებიც მიემგზავრებიან აშშ-ში ჩვენი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ან მრავალ სხვა ადამიანს, რომელიც მიემგზავრება აშშ-ში სხვადასხვა გაცვლითი პროგრამით. ეს არ ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ჰკითხეთ საქართველოს თავდაცვის ძალებს, რომლებიც მუშაობენ აშშ-ის სამხედროებთან, სანაპირო დაცვასთან, ჩვენს სასაზღვრო პოლიციასთან, ჩვენს სამართალდამცველებთან. ეს არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით არ ხდება. ეს ხდება ძირითადად ხელისუფლების მეშვეობით ან უშუალოდ, ხალხთან ერთად. მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ ასევე ვმუშაობთ, ზოგიერთ ძალიან კარგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფთან, რომლებიც ხელს უწყობენ უფრო ძლიერი საქართველოს მშენებლობას, რომლებიც აგვარებენ საკითხებს საწყის დონეზე, ადგილობრივ დონეზე, ეროვნულ დონეზე ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უკეთესი გარემოსთვის. ქართველების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ჩვენი დახმარება 30 წლის განმავლობაში გრძელდება, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება. სწორედ ეს გვადარდებს – ქართველი ხალხი. ჩვენ ვუსმენთ იმას, რასაც ისინი ამბობენ, რომ მათ სურთ და სჭირდებათ და ამგვარად განვსაზღვრავთ, სად მიდის ჩვენი დახმარება. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან ხშირად, რამდენადაც შეგვიძლია, ხშირად, მაგრამ ასევე ვმუშაობთ სხვებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ ქვეყნის კუთხეებამდეც ვაღწევთ, რათა დავეხმაროთ ადამიანებს თავიანთი ოცნებების რეალიზებაში და მხარი დავუჭიროთ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს. ეს არის ის, რის კეთებასაც ჩვენ გავაგრძელებთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - მოვუწოდებთ შსს-ს, სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმები და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს
კალაძე - აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას
კახი კალაძე რუსი ბლოგერებისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)