|
2022-11-18 17:43:59, 1069 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციას - ევროპის დედაქალაქებში დასეირნობთ, იღებთ „სელფებს“ და ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ლობირებთ
თქვენ მართლა დასეირნობთ, ოღონდ არა მარტო დასეირნობთ, პირდაპირ ლობირებთ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ევროპის ქვეყნებსა და დედაქალაქებში და იღებთ "სელფებს", - ასე მიმართა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე ოპოზიციას. როგორც კობახიძემ პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ოპოზიციის ქმედებების საპასუხოდ, "ქართული ოცნება" კანდიდატის სტატუსის მისაღებად უცხოელ პარტნიორებთან მუშაობს. "ზუსტად იგივე პერიოდში, როდესაც აქეთ მიდის ინტენსიური მუშაობა ერთი მხრივ, კანონებზე და მეორე მხრივ, იმისთვის, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა მხარი დაგვიჭირონ კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, თქვენ ქვეყნის საზიანოდ ახორციელებთ ლობირებას, რაც მეტყველებს, რა თქმა უნდა, თქვენზე. არც აქ ხართ ჩართული კანონების შემუშავების პროცესში და იქ ქვეყნის საზიანოდ საუბრობთ საქართველოს შესახებ. რადიკალური ოპოზიცია უკვე ოფიციალურად გადაიქცა კოლექტიურ ლევან ხაბეიშვილად და კოლექტიურ გიორგი ვაშაძედ. მგონი, ესეც ძალიან კარგი სტატუსია მათთვის", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, კანონმდებლები დღეს პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძისა და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს. შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - მოვუწოდებთ შსს-ს, სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმები და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს
კალაძე - აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას
კახი კალაძე რუსი ბლოგერებისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)