12:02 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 19:03:30, 1026 ნახვა

პოლიტიკა
ხერხეულიძე - მიშა მარცხენა სახსარს ვერ ამოძრავებს, იყვნენ ტრავმატოლოგები მასთან და გაიარეს კონსულტაცია

მიშა მარცხენა სახსარს ვერ ამოძრავებს, იყვნენ ტრავმატოლოგები მასთან და გაიარეს კონსულტაცია. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიშა შვებას ვერ ნახულობს, ვერც ტკივილის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ვერც ტემპერატურის კლების თვალსაზრისით.

"ყოველდღიურად კიდევ უფრო უარესდება მდგომარეობა იმიტომ, რომ ადამიანი შვებას ვერ ნახულობს, ვერც ტკივილის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ვერც ტემპერატურის კლების თვალსაზრისით. ახლა წონის დაკლებაზე აღარ ვსაუბრობ, იცით ეს ისედაც ყველამ. ადამიანი არის წოლით რეჟიმზე, ის ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, მარცხენა სახსარს ვერ ამოძრავებს ადამიანი. უჭირს, ამის გამო იყვნენ დამატებით ტრავმატოლოგები მასთან შესულები და გაიარეს კონსულტაცია, რა კვლევებიც არსებობს, ამ კვლევებზე, რა თქმა უნდა ექიმები ესაუბრებიან, მაგრამ ეს არ არის საბოლოო დასკვნითი ნაწილი, რაზეც შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება და თქვან მკაფიო დიაგნოზი და რა მდგომარეობაა ახლა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს და ძნელად ამოძრავებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კირცხალია - გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის მაგალითია იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების სია, მათ შორის არიან სუხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე
სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
2014 წელთან შედარებით, 2024 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 63.7%-დან 55.6%-მდე შემცირდა- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
დრონებმა თათრეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას თავს დაესხნენ, 12 ადამიანი დაიღუპა და 39 დაშავდა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics